თავში

როგორ აზარალა ინფლაციამ სარესტორნო ბიზნესი - Exclusive

როგორ აზარალა ინფლაციამ სარესტორნო ბიზნესი
როგორ აზარალა ინფლაციამ სარესტორნო ბიზნესი - Exclusive

იმპორტის 25%-იანი გაძვირება, საქონლისა და ღორის ხორცის ფასის 3 ლარიანმა მატებამ სარესტორნო სერვისის 5-15%-იანი გაძვირება გამოიწვია,-ამის შესახებ Report.ge-ს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, რესტორნების ომსახურების სიძვირემ ამ სფეროში კლიენტების კლება გამოიწვია, რის გამოც,თბილისური კვების ობიექტები უცხოელი სტუმრების იმედად დარჩნენ. რესტორნების მენეჯერები ამბობენ, ადგილობრივი მომხმარებელების მხრიდან პასიურობა შეინიშნება, რასაც ისინი ფინანსურ კრიზისს და გაზრდილ ფასებს უკავშირებენ. მენეჯერების შეფასებიტ, 2019 წელი ყველაზე  რთული იყო ბოლო 10 წლის მანძილზე, რადგან ზაფხულში ტურისტების სიმცირეც შეინიშნებოდა. ზაფხულის სეზონის დანაკლისის შევსებას ისინი სადღესასწაულო დღეებში ვარაუდობენ.

"ბოლო თვეების პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ძვრებმა ადგილობრივ ბაზარზე დიდი რყევა გამოიწვია, რასაც პროდუქტის გაძვირება მოჰყვა. საშუალოდ, საკვებ პროდუქტებზე 20-25 პროცენტიანი მატებაა. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა ბაზრისთვის და, ბუნებრივია, კვების დაწესებულებებისთვისაც. წამყვანი 5-6 მსხვილი მიმწოდებლის გარდა, კვების ობიექტების მეპატრონეები პროდუქციას გლეხებისგანაც ყიდულობენ. ფასები მათ პროდუქტზეც გაიზრდა. შესაბამისად, ერთი მხრივ, კურსის ცვლილება, მეორე მხრივ კი, სხვა პროდუქტების ფასის მატება გახდა სარესტორნო მომსახურების გაძვირების მიზეზი. რესტორნები შეძლებისდაგვარად ცდილობენ ჩარჩოებს არ გასცდნენ, მაგრამ ყველაფერი გაძვირებულია და იგივე ფასზე დარჩენას ვერ ახერხებენ. თუ მდგომარეობა არ დასტაბილურდება საგრძნობლად შეთხელდება რესტორნების რაოდენობა თბილისში და არა მარტო აქ. ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ქსელური რესტორნები, არადა საქართველოში ამ ბიზნესით უამრავი ადამიანია დაკავებული და ბევრი დაზარალდება. სახელმწიფომ უნდა გამოაკეთოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ბიზნესს სექტორსაც არ შეექმნას პრობლემები~, - აღნიშნა Report.ge-სთან საუბრისას შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, რესტორატორების აზრი ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი ფასს უმატებს და მეორე ამბობს, რომ ფასნამატების გარეშე გაუძლებს ამ გამოწვევას, რაც მათ ფინანსურად დააზარალებთ და, ალავერდაშვილის წინასწარი პროგნოზით, დიდხანს ვერ გაგრძელდება.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის, შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი ფასის მატებას გადაწყვეტენ, რესტორნების მეპატრონეებს მოუწევთ მომსახურების ხარისხის ზრდაც. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება შეინარჩუნონ მათ ერთგული კლიენტები, ეს იქნება ერთგვარი წახალისება იმ მომხმარებლისთვის, ვინც გაძვირების ფასის მიუხედავად, მაინც კონკრეტულ კვების ობიექტზე შეაჩერა არჩევანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system