თავში

როგორ ჩაივლის რთველი 2020

როგორ ჩაივლის რთველი 2020
როგორ ჩაივლის რთველი 2020

ჭურჭელიც გამოინახება და არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება, - ასე პასუხობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფერმერთა პრობლემებს ყურძნის ჩაბარების შესახებ.

ფერმერებს ისიც აწუხებთ რომ ჭურჭელიც აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ დამუშავებული მასალა შეინახონ.

2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით, უხერხულობების გარეშე. არავისთვის არსად არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია. არც წელს, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, ფერმერების დაძაბვას და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ფერმერები მიტოვებული არიან. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, ჭურჭელიც იქნება მონახული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში, მეტი ტექნიკური გადაწყვეტა დაინერგება წელს. ჩვენ დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, დავაბინავებთ, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია“, - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, მთავრობას წელს მოუწევს ყურძნის დასუბსიდირება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
„რაც შეეხება ყურძენს, წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის აბსოლუტურად სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ფერემრები არ დავტოვოთ მარტო. ჩვენ გვესმის, რომ სუსტი მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები იმისთვის, რომ დავაბალანსოთ და ფერმერების ინტერესები იყოს დაცული. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი ამისთვის. ფასებს რაც შეეხება, ამას გეტყვით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროექტებს ყურძნის გადამუშავებაც დაემატება.

ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

"რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ მთავრობის შემდეგ სხდომაზე ვიმსჯელებთ. ისევე, როგორც სხვა სექტორებს, რომლებსაც ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, ჩვენს მევენახეებზეც ვიმსჯელებთ მთავრობის შემდეგ სხდომაზე და ეს იქნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახებიისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system