თავში

როგორ დაეხმარება აზიის განვითარების ბანკი საქართველოს

როგორ დაეხმარება აზიის განვითარების ბანკი საქართველოს
როგორ დაეხმარება აზიის განვითარების ბანკი საქართველოს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილეს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას.

აზიის განვითარების ბანკი ADB მზად არის, იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად“, – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა, პანდემიის წინააღმდეგ მტკიცე საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ასაკავას შეფასებით, ეს ნაბიჯები საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ბანკის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერისთვის.

პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას,“ — აღნიშნა მინისტრმა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული, საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო. 

ბანკის პროგნოზით, დარტყმა განსაკუთრებით რთული ტურიზმისა და მომსახურების სხვა სექტორებისთვის იქნება. ნავთობის ფასების დაცემა ნეგატიურად მოქმედებს მეზობელი ქვეყნებიდან გადარიცხვებზე და აღნიშნულ ქვეყნებში ზრდის ტემპის შენელება ვაჭრობის შესუსტებასაც იწვევს.

შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკმა 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ მიმდინარე წლის 18 მარტს განაცხადა.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია 68 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system