თავში

როგორ გეგმავს მერია დედაქალაქის საცობებისგან გათავისუფლებას

როგორ გეგმავს მერია დედაქალაქის საცობებისგან გათავისუფლებას
როგორ გეგმავს მერია დედაქალაქის საცობებისგან გათავისუფლებას

გადატვირთული ქუჩები, დედაქალაქში გადაადგილებას დღის კონკრეტულ მონაკვეთებში შეუძლებელს ხდის.  

ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად და შუქნიშნებზე კონტროლის აღება 112-ის ნაცვლად მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან, ეს არასრული სიაა იმ მეთოდების და საშუალებების, რომლითაც დედაქალაქის გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადის განტვირტთვა იგეგმება. 

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის თქმით, თითოეული ახალი ლოკაცია, აღჭურვილი იქნება ახალი ტექნოლოგიებით, ეს არის დეტექტორები, კამერები, რომლებიც ნაკადებს თვლის და უნარი აქვს, მართოს ეს ნაკადები. 

მისივე თქმით უკვე შეძენილია ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაკადების დათვლის შედეგად, მოდელირების გაკეთებაში დაეხმარება შესაბამის სამსახურს. ასევე მოცემულ მომენტში მიმდინარეობს კადრების გადამზადება, რომლებიც ამ ელექტრონული მართვის სისტემის გამოყენებას სწავლობენ.

ახალი პროგრამა ეტაპობრივად მოიცავს მთელ თბილისს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system