თავში

როგორ იყენებს საქართველო მომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობას

როგორ იყენებს საქართველო მომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობას
როგორ იყენებს საქართველო მომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობას

„საქართველო ცდილობს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარგმნოს კონკრეტულ პროექტებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნების განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარრგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. აქედან საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისა (TAP) და ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) განვითარებას, რომელსაც „ენერგიის აბრეშუმის გზადაც“ მოიხსენიებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ხაზი გავუსვა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვის მნიშვნელობას ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.
„მოგეხსენებათ, ეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, ერთის მხრივ, ჩინეთთან, მეორეს მხრივ, ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლელობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მესამედ ტარდება. წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system