თავში

როგორ ხასიათდება 2019 წლის მშპ

როგორ ხასიათდება 2019 წლის მშპ
როგორ ხასიათდება 2019 წლის მშპ

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ 2019 წლის მშპ მსოფლის ყველა ქვეყნისთვის დარჩება, ათვლის და შედარების წელი ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის, საქართველოშიც. 

,,წლევანდელი წელი სხვადასხვა ფაქტორის გამო ატიპიურია. დაწყებული ეკონომიკით და, დამთავრებული, სოციალური ურთიერთობებით, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას,  წინა წლის მშპ ობიექტურად არ შეფასდეს. ფაქტობრივად, რაც დრო გავა, მით მეტ წონას და ფასს შეიძენს იმ გაგებით, რომ ჩაითვლება, როგორც ათვლის წერტილი ეკონომიკური დინამიკის შეფასებაში, როგორც მაგალითად,  საბჭოთა პერიოდში ადარებდნენ 1918 წლის მონაცემს, მერე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათვილის წერტილად მიიჩნეოდა 1991 წელი იმისთვის, რათა გაეგოთ, როგორია დინამიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ თვალსაზრისით,  მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის 2019 წელი დიდხანს დარჩება, შედარების წელი ეკონომიკურ განვითარებაში", - ამბობს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება დარგობრივ სტრუქტურას, სტატისტიკოსის თქმით,  აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა და რიგი მიმართულებები ზრდას განიცდიდნენ, რამაც 2020 წლისთვის რადიკალურად განსხვავებული ტენდენცია შეიძინა.

,,მთავარია, რომ ადგილი ჰქონდა ეკონომიკის მრავალ სფეროში ზრდას, მათ შორის, მრეწველობის დარგის მიხედვით, კერძოდ, გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მშენებლობაშიც საგრძნობი ზრდა ფიქსირდებოდა, ისეთ დარგები, რომლებიც ეკონომიკაში ამინდს ქმნიან საბითუმო და საცალო ვაჭრობაა, ავტომობილების და მოტოციკლების  რემონტი, მოწინავე ადგილს იკავებდნენ და აქაც დიდი ჩამორჩენა გვაქვს უკვე 2020 წლიდან.  რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობას და თავდაცვას, აქ თითქმის  უმნიშვნელო ზრდას ჰქონდა ადგილი 2019 წელს, ხოლო რომელიც მიმართულია დასვენება გართობაზე, სოლიდური ზრდას ჰქონდა ადგილი. ცხადია, ამან დიდწილად განაპირობა, რომ ჩვენი მშპ 2019 წელს თითქმის 5 მილიარდი ლარით გაიზარდა", - განმარტავს არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ საქსტატმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. დაზუსტებული მონაცემებით 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system