თავში

როგორ კონტროლდება გაზის მიწოდების უსაფრთოება საქართველოში - EXCLUSIVE

როგორ კონტროლდება გაზის მიწოდების უსაფრთოება საქართველოში
როგორ კონტროლდება გაზის მიწოდების უსაფრთოება საქართველოში - EXCLUSIVE

საქართველოში დაწყებულია რეგიონების გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი.  რამდენად ხშირად, სწორად და მიზნობრივად კონტროლდება გაზის მიწოდების უსაფრთხოება საქართველოში, ამ კითხვით report.ge-მ "სოკარ ჯორჯია გაზს" მიმართა. კომპანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ახორციელებს ახალი აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთებას კომპანიის სალიცენზიო არეალის ფარგლებში და დღეის მდგომარეობით, კომპანია ემსახურება 715 000-ზე მეტ აბონენტს.

კომპანიაში report.ge-ს განუმარტეს, რომ ბუნებრივი გაზის მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ნორმების დაცვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყოველი გაზგამანაწილებელი კომპანიისათვის.

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოში დღეისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით. უსაფრთხოების ნორმები ძირითადად რეგლამენტირებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით დამტკიცებული „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანებით დამტკიცებული „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნებით“. ასევე ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს აკისრიათ მომხმარებლების მფლობელობაში არსებული შიდა ქსელისა და გაზმომხმარებელი დანადგარების პერიოდული შემოწმების ვალდებულება.

"ჩვენი კომპანიაყოველწლიურად ატარებს გეგმიურ-გამაფრთხილებელ სამუშაოებს, რომლის დროსაც ქსელიდან ვთიშავთ არასწორად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიებში ვანთავსებთ გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ვიდეორგოლებს და პოსტებს, ვცდილობთ მაქსიმალურად ავუხსნათ აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო მათი ჯანმრთელობისთვის, არამედ მათი მეზობლების უსაფრთხოებისა და სიცოცხლისთვის," - განუმარტეს report.ge-ს "სოკარ ჯორჯია გაზში".

კომოპანიაში ისიც გვითხრეს, რომ არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი თანამშრომლები დაუყოვნებლივ ხსნიან აღნიშნულ დანადგარს ქსელიდან და აბონენტისთვის ადგენენ აქტს, თუმცა ხშირია კომპანიის თანამშრომლების მიერ ადგილის დატოვების შემდეგ, ქსელიდან ჩახსნილი დანადგარების კვლავ ქსელზე თვითნებური მიერთება, რაც ძალიან სახიფათოა, თუმცა კანონით მათ მეტის უფლება არ აქვთ.

კითხვაზე, რამდენად სწორი და გამართული რეგულაციები მოქმედებს საქართველოში ენერგეტიკულ ბაზარზე გაზის ნაწილში, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ბუნებრივი გაზის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა (ისევე, როგორც სხვა დარგების კანონმდებლობა) პერიოდულად განიცდის შესაბამის ცვლილებებს, რომლებიც განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილებით არის ნაკარნახევი. "სოკარ ჯორჯია გაზი"  თავის მხრივ, აქტიურ მონაწილეობს ამ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მოსაზრებების გამოთქმის გზით. 

ცნობისთვის გაზის უსაფრთხოების ნაწილში სათანადო კონტროლისა და რეგულაციების არარსებობაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენიც, რომელმაც ბუნებრივი გაზის სექტორისთვის 2019 წელი კატასტროფების წლად შეაფასა.

2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სულ დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების - 6 შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა. დაფიქსირდა აგრეთვე გაზის გაჟონვისა და ინტოქსიკაციის 358 ფაქტი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შედეგები მოჰყვა.

კითხვაზე რა დააზღვევს მოსახლეობას გაზის გაჟონვის რისკისგან, სალომე ვარდიაშვილმა განმარტა, რომ აუცილებელია მაკონტროლებელი ქმედითი ორგანოების შექმნა და რეგულაციების გამკაცრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system