თავში

როგორ მოწმდება სამშენებლო პროცესი

როგორ მოწმდება სამშენებლო პროცესი
როგორ მოწმდება სამშენებლო პროცესი

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის დავით გიგინეიშვილის ინფორმაციით, კომპანიები, რომელთა საქმიანობაც დღეის მდგომარეობით შეჩერებულია, მაგრამ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ახალ ნორმებს, მომავალში მთავრობის 181-ე დადგენილებით განსაზღვრულ ე.წ. დაშვებების სიას დაემატებიან.

დავით გიგინეიშვილის განმარტებით, ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად  ასეულობით განაცხადია მიღებული.

ეს არის ძირთადად სამშენებლო კომპანიები, ინფრასტრუქტურული ობიექტების განმახორციელებელი კომპანიები, ასევე წარმოებები და ა.შ. სამშენებლო კომპანიების განცხადებების დიდი ნაწილის განხილვა მოხდა. ასობით განაცხადია შემოსული სამშენებლო კომპანიებისაგან. ამ დღეებში ეტაპობრივად ყველა განმცხადებელი კომპანიის შემოწმება მოხდება, რომელმაც განაცხადის დონეზე დოკუმენტურად დაადასტურა მზაობა," - აცხადებს გიგინეიშვილი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ უსაფრთხოების ნორმებს კომპანიებში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შრომის უსაფრთხოების ინსპექციასთან ერთად ამოწმებს.

ამ შემთხვევაში ჩვენი და შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები ერთნაირია. ჩვენ ვამოწმებთ, როგორ არიან კომპანიები მომზადებული კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის და რამდენად ასრულებენ რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ერთი რეკომენდაციებით ვმოქმედებთ. ვამოწმებთ მათ, რომლებიც უკვე ოპერირებენ და მათაც, რომლებიც აპირებენ გაიხსნან“, – ამბობს გიგინეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system