თავში

როგორ ნაწილდება ფულადი დახმარება

როგორ ნაწილდება ფულადი დახმარება
როგორ ნაწილდება ფულადი დახმარება

covid-19-ის გამო დაზარალებული ასიათასობით მოქალაქე დახმარების გარეშე რჩება. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობის მიერ დაწესებული ფულადი დახმარებებით ყველა ვერ სარგებლობს. არის კატეგორია, რომელსაც თანხა არ ჩაერიცხა. ეკონომისტები მიზეზად ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კომპენსაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, რესურსი არათანაბრად ნაწილდება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეღავათით რეალურად ვერ სარგებლობს.

ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, შემოსავალდაკარგული უამრავი ადამიანი მძიმე პირობებში აღმოჩნდება, რადგან მინიმალური კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაც არ აქვს.

 ,,კრიზისული ვითარებაა და ამ დროს მთავრობა მოსახლეობის მცირე ნაწილს ეხმარება, რაც არსებულ მდგომარეობას ვერანაირად ვერ შეამსუბუქებს. მთავრი პრობლემაა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დახმარება უამრავ ადამიანს უიმედოდ ტოვებს. თვითონვე გვეუბნებიან, რომ 840 ათასი თვითდასაქმებულიდან დახმარებას რეალურად 250 ათასი ადამიანი იღებს, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ასი ათასობით მოქალაქე რჩება მის გარეშე. დახმარება სულ სხვა პრინციპით უნდა გაიცეს, კერძოდ, უმუშევრების დახმარება უნდა იყოს მიბმული იმ შემოსავალზე, რომელიც მათ ჰქონდათ, ანუ შემოსავლის რაღაც პროცენტი უნდა აენაზღაურებინათ. ახლა გამოვიდა, რომ ხელისუფლება ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილს ეხმარება. უამრავი ადამიანია, ვისაც უნდა მიეღოთ შემწეობა, მაგრამ ჯერ არ მიუღია და შეიძლება საერთოდ დარჩეს დახმარების გარეშე, ფული უსამართლოდ განაწილდა. დახმარების გაცემის პრინციპიც, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. სინამდვილეში ეს არის სოციალური დახმარების პაკეტი, რომელსაც ანტიკრიზისულ გეგმას უწოდებენ. ანტიკრიზისული პროგრამა უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკის მინიმალურად შემცირებას, რომ ნაკლები უმუშევარი დარჩეს, მაგრამ იგი რეალურად განუხორციელებელი დარჩა”, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

ცნობისთვის, 11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი. დარეგისტრირებულთაგან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 66 660 პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 998 000 ლარი გადაირიცხა. ხოლო უმუშევრად დარჩენილ 90 802 ასეთ პირს 200 ლარი უკვე ჩაერიცხა, რაც ჯამში 18 160 400 ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system