თავში

როგორ შეიძლება აღდგეს ტურიზმი

როგორ შეიძლება აღდგეს ტურიზმი
როგორ შეიძლება  აღდგეს  ტურიზმი

ეკონომიკის ღიაობა, შეზღუდვების მოხსნა და კომფორტული დასვენების პირობები - ეს ძირითადი ფაქტორებია, რის გათვალისიწნებითაც საქართველოში ტურიზმის თანდათან აღდგენა შესაძლებელია. ამის შესახებ report.ge-თან ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს იმ  ადამიანების ღირსეული მასპინძლობა, ვინც საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას გადაწყვეტს. 

,,საქართველოსთვის ტურიზმი პრიორიტეტია და ეს მიდგომა ძალაში უნდა დარჩეს. თუმცა იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში შემოსავლები შემცირებულია, რთულია, ადამიანები მოიზიდო და ქვეყანაში დასვენების მოტივაცია შეუქმნა. კარგი იქნება ღიაობა და ზუსტი წარმოდგენა, რა პირობით ვუმასპინძლებს ტურისტებს და შემდეგ უკვე აქცენტი ამ პირობების შესრულებაზე გაკეთდეს. ცხადია, ტურიზმს ვერ დავასუბსიდირებთ, მაგრამ უნდა შემუშავდეს მიდგომა, კონკრეტული გეგმა, როგორ გამოვა დარგი კრიზისიდან. ქვეყანამ უნდა შეძლოს ღირსეული მასპინძლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას გადაწყვეტს. მოქალაქეებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება, ტექნიკურად უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომ კომფორტი შეუქმნან, არ შეიძლება, ადამიანი ჩამოიყვანო და 2 კვირა ტყვეობაში ამყოფო. ტურისტი არ უნდა შეფერხდეს, ხოლო თუ რაღაც პირობები გამკაცრდა, ეს არ უნდა იყოს დამთრგუნველი", - აცხადებს შეშელიძე.

მისი თქმით, ტუროპერატორებისა და სასტუმრო ბიზნესის  წარმომადგენლებისთვის შესამუშავებელია მოქნილი პირობები, რაც მათ საქმიანობას გაადვილებს.

,,დარგი ღრმა კრიზისშია და ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, სხვა ქვეყნები ამ პრობლემას რამდენად გაართმევენ თავს, როგორ ამოძრავდებიან.  ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, იყოს ნორმალურ პირობებში, მაშინვე არავინ გამოიქცევა დასასვენებლად, დანაზოგები ყველას შეუმცირდა, მაგრამ ვალდებული ვართ, ჩამომსველებს კარგი პირობები შევუქმნათ. პირველ რიგში, უნდა დავარწმუნოთ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომ მათთვის საქართველოში მოგზაურობის საუკეთესო პირობებია. ცხადია, 2021 წელს ტურიზმი ვერ აღდგება, ამისთვის სულ მცირე, 2 წელია საჭირო, თუმცა ეტაპობრივი აღდგენა შესაძლებელია", - აცხადებს report.ge-თან პაატა შეშლიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა  განაცხადა, პანდემიამდე საქართველოში ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო, ამიტომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის გეგმაში მთავრობა ამ დარგს პრიორიტეტულ მიმართულებად ტოვებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system