თავში

როგორ შეიძლება აგროწარმადობის ზრდა

როგორ შეიძლება აგროწარმადობის ზრდა
როგორ შეიძლება აგროწარმადობის ზრდა

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აგრარულ სფეროს წარმატების მისაღწევად იაფ სესხზე ხელმისაწვდომობა სჭირდება, რა მხრივაც ,,დანერგე მომავალი" ერთ-ერთი გამორჩეულია, მაგრამ მან სოფლის მეუნეობის განვითარება ვერ უზრუნველყო. პრობლემის მიზეზად სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე კონტროლის სისუსტეს მიიჩნევს. მისი თქმით, გაცემული თანხის მომგებიანობა დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობეზეც უარყოფითად აისახება.

,,კრედიტის გაცემა იოლია, მაგრამ მთავარია ამავდროულად საფუძვლიანი შესწავლა მოხდეს, რამდენად მიზნობრივი დანიშნულებით ხორციელდება პროექტები, რაც კითხვის ნიშნებს ნამდვილად აჩენს. ცხადია, ყოველთვის სჯობს, რომ ფერმერმა აგროკრეტდითით დაიწყოს მიზნობრივი საქმიანობა, ვიდრე შემდეგ მთავრობის ხელისშემყურე გახდეს. სესხებთან დაკავშირებითაც მეტი სიფრთხილეა საჭირო, რასაც აგრარულ პროექტებში ხშირად ვერ იჩენენ და ფერმერებსაც უჭირთ, რომ ზედმიწევნით შეასრულონ ვალდებულებები. ჯერ კიდევ არ ვიცით,  აგროკრედიტებში დახარჯული რესურსი რამდენად ადგება შემდეგში დარგის განვითარებას და რამდენად წყვეტს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. რაც არ უნდა ვხარჯოთ ფული, არაფერი გამოვა ცოდნის გარეშე, პროფესიული კადრების დეფიციტია და ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია სწორად მივიდეს ადრესატამდე. ფერმერების ნახევარზე მეტმა რეალურად არ იცის, როგორ ისარგებლოს სოფლის მეურნეობის მიერ გამოყოფილი გრანტებით. დიდია პრობლემა ტექნოლოგიებთან დაკავშირებითაც. სანამ ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, პრობლემა მუდმივად გვექნება და რეალურად ვერაფერს განვავითარებთ“,- აცხადებს report.ge-თან კობალაძე.

ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად არსებული პოტენციალის გამოყენების პრობლემაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ბადრი რამიშვილიც.

,,შეიძლება, სოფლის მეურნეობას დღესდღეობით ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია, რომ ერთწლიანი კულტურები დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ. საქართველოს მრავალფეროვანი ბიო-კლიმატი შესაძლებლობას ამის გვაძლევს. მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, არ უნდა გვიჭირდეს წარმოების მრავალფეროვნება, ამ ყველაფრის რესურსი არის, მაგრამ ფაქტია, რომ ფერმერების მხრიდან აგროპროექტებში ჩართულობა კვლავ დაბალ დონეზეა. შეიძლება, ამის მიზეზი, სახელმწიფო პროგრამების პირობები იყოს, არ გამოვრიცხავ. მნიშვნელოვნად უნდა განვავითაროთ მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, სხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან. დღეს სხვა რეალობაა,  ვიდრე, ვთქვათ,10-12 წლის წინ იყო და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რაც დარგს განვითარების გზაზე გაიყვანს", - აცხადებს ბადრი რამიშვილი. 

ცნობისთვის, დანერგე მომავლის ფარგლებში მოხდა ერთწლიანი კულტურების დაფინანსების საკითხის დამატება. ,, გაიცა 57 მლნ-ლარზე მეტი თანხის 2900-ზე მეტი სესხი, თანადაფინასებით 4,2 მლნ. ლარი. ჯამურად, აგროკრედიტის სახით, 57 ათასზე მეტი სესხია გაცემული. დაიწყო ასევე მერძევეობის მოდერნიზების და ბაზარზე წვდომის პროგრამა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ჯამური ინვესტიცია 21 მილიონი ლარია," - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია თამარაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

თამარაშვილის განმარტებით, ანტიკრიზისულის ფარგლებში განხორციელდა აგროწარმოების პროგრამა, მოხდა იმპორტირებული ხორბლის სუბსიდირება, რათა მოსახლეობის პურით მომარაგებაში არ ყოფილიყო შეფერხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system