თავში

როგორ შეიძლება დაეხმაროს კორონავირუსი ეგვიპტესა და საქართველოს

როგორ შეიძლება დაეხმაროს კორონავირუსი ეგვიპტესა და საქართველოს
როგორ შეიძლება დაეხმაროს კორონავირუსი ეგვიპტესა და საქართველოს

2020 წლის გაზაფხულზე რუსი ტურისტებისათვის აქამდე ჩაკეტილი მიმართულებები, ეგვიპტე და საქართველო, გაიხსნება. საკითხზე აქტიური კონსულტაციები დაწყებულია.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიმართულებების გახსნას კორონავირუსი დაეხმარა. ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დიდი ზარალი ნახეს და საჭირო გახდა ახალი მიმართულებების გახსნა, “ახალ მიმართულებებად” კი სწორედ ეგვიპტე და საქართველო მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა. 

ცნობისთვის, ქართული ტურიზმის ინდუსტრიას რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებით დანაკლისი განიცადა, თუმცა მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებით მოახერხა მისი შევსება სხვა ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში რეკორდული რაოდენობის - 633,201 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.8%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი რეკორდული - 363,614 შეადგინა და ზრდა წინა წელთან შედარებით + 18.9%-ია.

საქართველოში 2020 წლის იანვარში ყველაზე მეტი – 124 534 საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან შედგა, მეორე ადგილზეა სომხეთი,  მესამე ადგილზეა რუსეთი 86 884 საერთაშორისო ვიზიტით (ზრდა 1.1 პროცენტი) და მეოთხეზე თურქეთი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. იანვარში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია – 133.1 პროცენტიანი ზრდა, პოლონეთი – 82.9 პროცენტიანი ზრდა, საფრანგეთი 46.8 პროცენტიანი ზრდა, ლიეტუვა – 43.7 პროცენტიანი ზრდით.

2020 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 57.3 პროცენტით, საუდის არაბეთიდან – 49.8 პროცენტით, ყაზახეთიდან – 44.8 პროცენტით, ქუვეითიდან 44.6 პროცენტით და სხვა ქვეყნებიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system