თავში

როგორ შემცირდება რისკი შრომის ბაზარზე

როგორ შემცირდება რისკი შრომის ბაზარზე
როგორ შემცირდება რისკი შრომის ბაზარზე

შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რის გარშემოც უსაფრთხო ავტოპარკისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოში იმაზე ორჯერ ნაკლები შრომის ინსპექტორია, ვიდრე უნდა იყოს, ხოლო შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა ათობით ათასს სცდება. სპეციალისტების, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებზე მუშაობენ, ფიქრობენ, რომ სექტემბრიდან ამოქმედებული ნორმები წინ გადადგმული ნაბიჯია დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

შრომის უსაფრთხოების ექსპერტის, კახა დათიაშვილის შეფასებით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის და საწარმოო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით. 

,,შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს 24 საათის განმავლობაში აქვთ უფლება შეამოწმონ ნებისმიერ სახის ობიექტი, სადაც მიმდინარეობს ეკონომიკური საქმიანობა.კანონმდებლობა ამ უდავოდ დადებითია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციამ შეითავსოს შრომითი პირობების კონტროლი და შრომითი ურთიერთობები, რომელიც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას დაარეგულირებს. მაგალითად, როცა ნებისმიერ სფეროში დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგძლივობა შეიძლება იყოს 16 საათი, აქ უკვე მატულობს საფრთხე როგორც ინციდენტის, ასევე პროფესიული დაავადების მხრივ. რეალურად შრომითი პირობების კონტროლისა და შრომის ურთიერთობის გარეშე უსაფრთხოების სისტემა ვერ იქნება გამართული. აქტიურად მუშაობენ რეგულაციაზე და ვიმედოვნებ მალე სამუშაო საათები იქნება დარეგულირებული, რაც დასაქმებულებს უფრო უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სამწუხაროდ, სპეციალისტების ნაკლებობაა, დღესდღეობით გადამზადებულია 4 ათასი სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, თუმცა ეს არ არის საკმარისი"- განაცხადა დათიაშვილმა და დასძინა, რომ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს სხვადასხვა სეგმენტში მოუწევთ პრაქტიკის გავლა, როგორიცაა სამედიცინო სერვისი, მოსმახურების სექტორი, მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა და მშენებლობა. 

მისივე განმარტებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს პრაქტიკა 5 სფეროში ექნება გავლილი, რაც იძლევა შესაძლებლობას, მან თვითონ აირჩიოს, რომელ სეგმენტში გააგრძელებს მუშაობას. დათიაშვილის მტკიცებით, გარე აუდიტების როლიც მნიშვნელოვანია. კომპანიაში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაცია, ექსპერტის თქმით, ჩანს თვითონ ინციდენტის შემდეგ. მისი რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ მდგომარეობა მანამდე კონტროლდებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system