თავში

როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში მყოფი ტურისტები

როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში მყოფი ტურისტები
როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში მყოფი ტურისტები

"მოვუწოდებთ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ ამ დროისათვის ცხელი ხაზის „144“-ის საშუალებით იდენტიფიცირებულია ტურისტების პირველი ნაკადი. ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროები საკარანტინედ მოამზადა. მზადაა 18 სასტუმრო, 327 ოთახით.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში. 

ადმინისტრაციის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტრანსპორტი მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად.

შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარებას გაუწევენ იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფება სვანეთში. ადგილზე მობილიზებულია ყველა უწყება, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დამსვენებლებმა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system