თავში

როგორ ზარალობს ქვეყანა გზებზე ტვირთის გაბარიტულ-წონითი ნორმების უკონტროლობით

როგორ ზარალობს ქვეყანა გზებზე ტვირთის
როგორ ზარალობს ქვეყანა გზებზე ტვირთის გაბარიტულ-წონითი ნორმების უკონტროლობით

საავტომობილო გზები ყველაზე მნიშვნელოვან დაზიანებებს, მძიმე წონიანი (12 ტონა და მეტი) სატვირთო ავტოტრანსპორტის ზემოქმედების შედეგად განიცდიან. საავტომობილო გზების მშენებლობის და რეკონსტრუქციის პარალელურად, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მთავარ ამოცანას, საკუთარ გზებზე, მძიმე წონიანი სატვირთო ავტოტრანსპორტის გაბარიტულ - წონითი ნორმების კონტროლი წარმოადგენს. ამის შესახებ report.g-ს სატრანსპორტო სფეროში მომუშავე პლატფორმის "ფაბ ჯორჯიას" ექსპორტმა, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს საავტომობილო გზები გადატვირთულია გადამეტებული წონით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებით. ბოლო პერიოდში, ინტენსიურად იზრდება რუსეთიდან საქართველოში და საქართველოს გავლით ხორბლის გადაზიდვები.

პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან ხორბლის გადაზიდვის ორი ალტერნატივა არსებობს: პირველი - კრასნოდარის მხარიდან საავტომობილო ტრანსპორტით ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით და მეორე - იმავე კრასნოდარიდან საზღვაო ნავსადგურებით ფოთამდე და შემდგომ საქართველოს რკინიგზით დანიშნულების ადგილამდე.

"იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული წონითი ნორმების კონტროლი არ ხორციელდება, ხორბლის გადამზიდავები უპირატესობას საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვებს ანიჭებენ; შედეგად, საქართველოს რკინიგზა, გადაზიდვების მაღალი თვითღირებულებიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილო ტრანსპორტს, რის გამოც კარგავს მნიშვნელოვან ტვირთნაკადს; შედარებისათვის - თუ 2012 წელს, საქართველოს რკინიგზით 1.4 მლნ ტონა ხორბალი გადაიზიდა და შემოსავალმა 20 მლნ ლარს მიაღწია, 2019 წელს ტვირთის მოცულობა 0.4 მლნ ტონამდე შემცირდა, რკინიგზის შემოსავალმა კი მხოლოდ 4 მლნ ლარი შეადგინა; შედეგად, გამოუყენებელი დარჩა საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 1300 ხორბალმზიდი," - გვეუბნენა ექსპერტი და გვიხსნის რა ზარალი მიიღო ქვეყანამ გზებზე ტვირთის წონითი ნორმების უკონტროლობით: რეალურად, საქართველოს გზებზე, თუნდაც ერთი კონკრეტული ტვირთის, ხორბლის გადაზიდვისას საავტომობილო ტრანსპორტის წონითი ნორმის უკონტროლობის გამო, რკინიგზამ დაკარგა ტვირთნაკადი და შემოსავალი, სახელმწიფოს კი დარჩა მუდმივად გასაახლებელი საავტომობილო გზები.

"გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ეკოლოგიური და სხვა ფაქტორებიც; კერძოდ, იზრდება ჰაერის დაბინძურება, ხოლო ფასანაური - ლარსის მონაკვეთზე, სატვირთო მანქანების გაზრდილი ნაკადი ზღუდავს ტურისტილი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. საავტომობილო გადამზიდავებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების ძარის გადაკეთების შედეგად (ირღვევა სატრანსპორტო საშუალების გაბარიტული ზომა), საშუალება ეძლევათ ავტომობილში 30 – 35 ტონა ტვირთი ჩატვირთონ, თუ ტვირთის წონას დაემატება ავტომობილის წონა - 15 ტონა, გამოვა რომ ისინი 45 – 50 ტონიანი დატვირთვით მოძრაობენ, ახალი რეგლამენტით კი, საქართველოს გზებზე ნებადართულია მხოლოდ 40 ტონამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ფაქტიურად, საავტომობილო კომპანიას გადამეტებული 5-10 ტონა ხორბლის გადაზიდვა, აძლევს მოგების იმ მარჟას, რომელიც მას სარკინიგზო ტრანსპორტთან შედარებით უპირატეს კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს," - გვეუბნება პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ წონითი ნორმის უკონტროლობის გამო, ანალოგიურად რთული მდგომარეობაა, დედოფლისწყაროდან საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის და ასევე, კახეთის რეგიონში ტურისტული ობიექტებისათვის ინერტული სამშენებლო მასალებით მომარაგებისას; გამოიყენება, ძირითადად რეგიონალური საავტომობილო გზები, რომელიც გაზრდილი დატვირთვების შედეგად ადვილად ექვემდებარება დაზიანებას.

"ბუნებრივია, საქართველოს სპეციალური სამსახურები (პოლიცია) შეიარაღებულია საავტომობილო ტრანსპორტის წონითი ნორმის კონტროლის პორტატული დანადგარებით, ასევე, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციებიც, მაგრამ საქართველოს საავტომობილო გზებზე, საავტომობილო ტრანსპორტის რაოდენობის ზრდის შესაბამისად, კონტროლი ხდება შერჩევით, რაც საავტომობილო გადამზიდავების მხრიდან წონითი ნორმების დარღვევის სრულ სურათს არ იძლევა; ამიტომ, აუცილებელია საქართველოს გზები საკვანძო წერტილებში თანამედროვე ელექტრონული კონსტრუქციებით აღიჭურვოს," - გვიხსნის ლოგისტიკის ექსპერტი და report.ge-სთან პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმსაც განმარტავს. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში, მძიმე წონიანი სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტულ - წონითი ნორმების კონტროლისთვის, ფართოდ გავრცელებულია Weigh – in – Motion ის ავტომატიურად აწონვის კონსტრუქცია, რომელიც ლაზერული სკანერების დახმარებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის გაჩერების გარეშე უზრუნველყოფს, როგორც - გაბარიტულ - წონითი ნორმების, ასევე სატვირთო ავტოტრანსპორტის საერთო წონის და ცალკეული ღერძებიდან გადაცემული დატვირთვების კონტროლს. ერთი ასეთი კონსტრუქციის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს, უკრაინაში, კიევის მისასვლელთან, სატრანსპორტო საშუალების აწონვის 5 ერთეული ავტომატიური სკანერი იქნა ინსატალირებული.

მისივე რეკომენდაციით, საავტომობილო გზების მშენებლობის და რეკონსტრუქციის პარალელურად, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ასეთი თანამედროვე კონსტრუქციების დამონტაჟება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system