თავში

როგორი დახმარება სჭირდება მეღვინეებს

როგორი დახმარება სჭირდება მეღვინეებს
როგორი დახმარება სჭირდება მეღვინეებს

მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი, გიორგი ბარისაშვილი ფიქრობს, რომ ინდუსტრიული მეღვინეობა საკუთარ თავს მეტნაკლებად მიხედავს და მთავარი დახმარება მარნის ქვევრის ღვინოები საჭიროებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაბრკოლება პანდემიის გამო დაწესებული ბიუროკრატიული ბარიერია, რა მიმართულებითაც მეღვინეები მთავრობისგან ყველაზე მეტ დახმარებას საჭიროებენ.

,,მთავრობას სურს, რომ მეღვინეობას მარკეტინგული მხარდაჭერა აღმოუჩინოს, მაგრამ კონკრეტულად რომელ სეგმენტს მოიცავს და რა ღონისძიებები გატარდება, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. რაც არ უნდა იყოს, მთავარია, დაეხმარონ იმ მიმართულებას, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს. ასეთი კი მარნის ქვევრის ღვინოებია, ინდუსტრიულ წარმოებას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, რომ თავს მიხედოს. თუმცა, თუკი ღვინო რაღაცის გამო არ იყიდება, სანამ გამომწვევი პრობლემა არ აღმოიფხვრება, მარკეტინგი ვერ უშველის. მნიშვნელოვანია ცოდნა, როგორ შეიძლება მთავრობა მეღვინეობას დაეხმაროს. პანდემიის პირობებში მთავარი პრობლემა, ექსპორტს უკავშირდება, რადგან საბაჟო კონტროლი გამკაცრებულია და ბიუროკრატიული ბარიერის გამო განსაკუთრები საშუალო მეწარმეებს, პროდუქტის გატანა უჭირთ. ამაში სჭირდებათ მეღვინეებს მხარდაჭერა, რომ ბარიერი არ შეიქმნას. ხალხი ბაზარს თვითონ პოულობს და თვითონვე გაყიდის, ბარიერი არ ექნებათ. ჩემი აზრით, ეს იქნება დიდი მხარდაჭერა, რაც მეწარმეებს პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გატანას გაუმარტივებს", - აცხადებს გიორგი ბარისაშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. მინისტრის თქმით, ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. 

მისივე ინფორმაციით, საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system