თავში

როგორი შეიძლება იყოს დამატებითი საშეღავათო პაკეტი

როგორი შეიძლება იყოს დამატებითი საშეღავათო პაკეტი
როგორი შეიძლება იყოს დამატებითი საშეღავათო პაკეტი

მთავრობაც და ექსპერტების ნაწილი ახალი შეღავათების დაწესებაზე ფიქრობენ, თუმცა ბიუჯეტის შესაძლებლობა ამ მხრივ საკმაოდ მწირია. ეკონომისტები report.ge-თან აღნიშნავენ, რომ ვინც სამსახური ვერ აღიდგინა, მთავრობა რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს, რადგან ამ ადამიანებს სხვა ალტერნატივა დღესდღეობით პრაქტიკულად არ აქვთ. ეკონომისტ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს მიაჩნია, რომ დამატებითი შეღავათების  აუცილებლობა ნამდვილად არის, თუმცა ამის რესურსი ბიუჯეტს არ გააჩნია.

,,ბიუროკრატიული ხარჯი თუ შემცირდება, შესაძლებელია, ფინანსური სახსრები გამოჩნდეს, რომ გარკვეული შეღავათების დაწესება შესაძლებელი გახდეს. ვხედავთ, რომ მაისის ბოლოს საშეღავათო პროგრამები ამიწურება, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა უკეთესობისკენ. ეკონომიკა სრულფასოვნად ვერ ამუშავდა. კერძო სექტორშიც შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი, კომპანიები გაკოტრებულია. რეალურად მძიმე ვითარებაა და შეღავათების აუცილებლობა უფრო და უფრო იკვეთრება, თუმცა არ ვიცი, რა რესურსი უნდა გამოიძებნოს, მით უმეტეს, როცა ხაზინაში დიდი დეფიციტია ", - ამბობს ბედნინეიშვილი report.ge-თან.

განსხვავებულია ეკონომის რამაზ გერლიანის მოსაზრება. მისი თქმით, შესაძლებელია საგადასახადო ტვირთი შემსუბუქდეს. 

,,კარგია, თუ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაზე იფიქრებენ. მთავრობის დიდი შეცდომაა, რომ  შეღავათები მეტწილად ,,შერჩევითი პრინციპით" ხდება და ეს მიდგომა არ არის სწორი. ვფიქრობ, ისე უნდა გატარდეს მხარდამჭერი ღონისძიებები, რომ ამით ყველამ ისარგებლოს და არა მხოლოდ საგანგებოთ შერჩეულმა სუბიექტებმა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც გადასახედია ტარიფები, რადგან ეკონომიკა სრულად ჯერ კიდევ არ არის გახსნილი და ბიზნესის დიდი ნაწილი რეცესიის პროცესშია. ვეწინააღმდეგები კონკრეტული დარგების სუბსიდიას, მაგრამ არის გამონაკლისები, რაც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას და მთავრობა დაეხმაროს ბიზნესს დანაკარგების კომპენსირებაში. განსაკუთრებით აგრარულ სფეროში, ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი მაინც საგადასახადო შეღავათებია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კრედიტები არ გაძვირდეს,  ეკონომიკური კრიზისი მძიმე  რეალობაა და ადეკვატურ ზომებს მოითხოვს. მთავარია, სამართლიანობის განცდა არსებობდეს, ამიტომ მიმაჩნია, რომ  სწორი მიდგომა  არ არის წერტილოვანი შემსუბუქება, რადგან დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს", - ამბობს report.ge-თან რამაზ გერლიანი. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობა დამატებით საშეღავათო პაკეტებზე მსჯელობს. ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, დამატებითი გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული. 

როგორც ვიცით, პანდემიის გამო დაწესებული საშემოსავლო და სხვა სახის შეღავათები მაისის თვის ბოლომდე მოქმედია. მინისტრ ხუციშვილის თქმით, არსებული პროგრამების დასრულების შემდეგ შესაძლებელია, იმსჯელონ მომავალში იქნება თუ არა დამატებით სხვა საშეღავათო პაკეტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system