თავში

როგორი უნდა იყოს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა

როგორი უნდა იყოს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა
როგორი უნდა იყოს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ საქართველოში კაპიტალის  მოზიდვის მიზნით მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა. ამ მხრივ იგი პოზიტიურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ინვესტიციების მოზიდვისთვის სტრატეგიის განახლების გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს შეცვლა და სახელმწიფო აქტივების გადაცემა კერძო სექტორისთვის, რითაც, მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს და ქვეყანაში იაფი ფულის რესურსი გაჩნდეს.

,,კარგია, რომ მთავრობა საინვესტიციო სტრატეგიას განაახლებს, უდავოდ დადებითი გადაწყვეტილებაა. აუცილებელია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, ინვესტიციების მიმართულებით, გადაიხედოს. ცალკე განყენებულად, მხოლოდ ცალკეულ ინვესტიციებზე აქცენტის გაკეთება შედეგს ვერ მოგვცემს, როცა ჯერ კიდევ ფორსმაჟორული სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი ცვლილება ბიზნესგარემოს შეეხება. ასე ცალსახად გამოყოფა და შეღავათის დაწესება გარკვეული სეგმენტისთვის, შედეგს ვერ მოიტანს. კერძოდ, მნიშვნელოვანია საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქება. სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების გადაცემა კერძო სექტორისთვის ანუ სახელმწიფო აქტივები უნდა დაურიგდეს ქვეყნის მოქალაქეებს, რაც საინვესტიციო ნაკადებზე დიდ გავლენას მოახდენს. ცხადია, კერძო აქტივების გაყიდვა საფონდო ბაზარს გამოაცოცხლებს და შესაბამისად, იაფ ფულზე წვდომას გაამარტივებს. ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ჩვენი მთავრობა ვერ მიიღებს", - აღნიშნავს რამაზ გერლიანი.

ეკონომისტი ფიქრობს, რომ მთავრობის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯები გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის უნდა გადაიდგას, რისთვისაც ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ის სტრატეგია და ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განახორციელებს. მისივე თქმით, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, რათა ძალიან სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და მალე დაუბრუნდეს იმ საწყის პოზიციას, რითაც კრიზისში შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system