თავში

როგორი უნდა იყოს სებ-ის მონეტარული პოლიტიკა

როგორი უნდა იყოს სებ-ის მონეტარული პოლიტიკა
როგორი უნდა იყოს სებ-ის მონეტარული პოლიტიკა

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მოხდეს საპროცენტო  განაკვეთების მინიმალიზირება. მისი შეფასებით, 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ის ნიშნულია, რითაც ეკონომიკის ამოქოქვა რთული და ამავდროულად წარმოუდგენელიცაა.

,,ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და არც დღეს ვცვლით პოზიციას, მომხრე ვართ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მინიმალურ დონეზე იქნას დაყვანილი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში სავალუტო ბაზარზე იყოს სპეკულაციები. ეს გამოიხატება კიდეც იმაში, რომ ამ რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები საქართველოშია. აქედან გამომდინარე, უცხოური ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა ქვეყნების სავალუტო ბაზრებზე გარკვეულ სპეკულაციებს, ფაქტობრივად, გახსნილი აქვთ გზა, რომ იგივე გააკეთონ ჩვენს სავალუტო ბაზარზე. მხედველობაში მაქვს Bmatch-ტერმინალი, სადაც მიმდინარეობს ვაჭრობა და ნებისმიერ არარეზიდენტ ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია შემოსვლა და დარეგისტრირება. იმის მაგივრად, რომ ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი და იაფი კრედიტები, ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის გადაწყვეტას საშველი არ დაადგა. ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნულ ბანკში საჭიროა შეიცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ჩადგეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში. სამწუხაროდ, ამის სურვილი არ ჩანს", - აცხადებს ნიკა შენგელია.

მისი თქმით, მიდგომა, რომ პანდემიაა და ამის გამო არ იცვლება მონეტარული პოლიტიკა, გაუმართლებელია.

,,ის შეცდომები, რითაც წლების განმავლობაში იმართებოდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, აგრეთვე სავალუტო კურსი, პანდემიით არ უნდა გადაიფაროს. ამის საფუძველს რეალურად ვერ ვხედავ, როცა მეზობელს ქვეყნებს გაცილებით ნაკლები საპროცენტო განაკვეთები აქვთ. ევროპას და განვითარებულ ქვეყნებს თუ შვადარებთ, იქ საერთოდ ნულთან არის მიახლოებული. მომხრე ვარ, რომ უცხოურ დეპოზიტებზე ირიცხებოდეს 1-1,5%, ხოლო გაცემული სესხები დოლარში არ აღემატებოდეს 3-3,50%-ს, რითაც მეტ ნაკლებად შესაძლებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე წამოდგეს", - ამბობს ნიკა შენგელია. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გაითვალისწინა მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system