თავში

როგორი უნდა იყოს შიდა ვალის მართვა

როგორი უნდა იყოს შიდა ვალის მართვა
როგორი უნდა იყოს შიდა ვალის მართვა

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. მისი განმარტებით უნდა იყოს შექმნილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ლიკვიდური სავაჭრო სისტემა. რაც შეეხება შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმს, ფინანსისტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ეს რესურსი ეფექტურად დაიხარჯოს, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს და ლარის კურსზე დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლოს.

,,ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული რესურსი ძირითადად მიიმართება დეფიციტის დასაფინანსებლად. რამდენად ეფექტიანად იქნება გამოყენებული ეს თანხა -  ეკონომიკიდან ამოღებული ლარი, ჩემთვის რთულია ამის თქმა. ფაქტია, რომ ეკონომიკიდან ფულის მასის ამოღება ხელს უწყობს ლარის გამყარებას, მაგრამ ეკონომიკაზე ცუდად აისახება, რადგან მას აკლდება ფული, როგორც საბრუნავი საშუალება. ახლა, როცა გარკვეული სტაგნაციის მდომარეობაა, ფულის მასის ამოღება ეკონომიკიდან კურსზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს, ეჭქვეშ ვერ ვაყენებ ამ რესურსის მიზნობრიობას, რადგან არ ვიცი, როგორ დაიხარჯება. საერთოდ, ნებისმიერი ვალი, რაც აწვება სახელმწიფოს, ნეგატიური მომენტია. მით უმეტეს, როცა სებ-ს არ აქვს შექმნილი ისეთი ლიკვიდური სავაჭრო სისტემა, სადაც  დავუშვათ, სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში შეეძლო გაეყიდა ადრე მოზიდული ობლიგაციები ან  პირიქით, ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში მოქცეულიყო. ასეთ შემთხვევაში მთავრობას დარჩენია ის გზა, რომ განახორციელოს პირდაპირი ემისია და მოიზიდოს, ამოიღოს ეკონომიკიდან ლარის მასა, თუმცა ნებისმიერი ვალის ზრდა ნეგატიურია და არც ფინანსთა სამინისტროს, არც სებ-ს, არ გაჩნიათ შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია. მით უმეტეს, არ არის შექმნილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ლიკვიდური სავაჭრო სისტემა. ძალიან პრიმიტიული ოპერაციებია და ეს შიდა ვალის მოზიდვის აუცილებლობას განაპირობებს", - განმარტავს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 2020 წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება შიდა ვალს, როგორც ცნობილია, მისი მომსახურება მომდევნო წელს ბიუჯეტს 600 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც 2020 წელთან შედარებით 152 მილიონი ლარით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system