თავში

როგორია ელექტროენერგიის მოხმარება 1 სულ მოსახლეზე საქართველოში

როგორია ელექტროენერგიის მოხმარება 1 სულ მოსახლეზე საქართველოში
როგორია ელექტროენერგიის მოხმარება 1 სულ მოსახლეზე საქართველოში

ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, საქართველოში 1 სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება წლის განმავლობაში 3000 კვტ/სთ-ს შეადგენს. საშუალო ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, განახევრებული მაჩვენებელია. იმისთვის, რომ ჩვენ თუნდაც ბულგარეთს ან პოლონეთს დავეწიოთ 1  სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობით, მინიმუმ, 4-5 წელია საჭირო, ისიც, ეკონომიკის ინტენსიური განვითარების პირობებში.

,,დენის მოხმარების სიდიდით ძალიან დაბალ ნიშნულზე ვართ. 3000 კვტ/სთ წლიურად, საგანგაშოა, როცა ევროპის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5000-6000 კვტ/სთ-ის დონეზეა. ასეა, მაგალითად, ბილგარეთსა და პოლონეთში, აშშ-ზე ვერაფერს ვიტყვით, შედარება წარმოდგენაშიც კი შეუძლებელია, რადგან იქ ეს მაჩვენებელი 27 000 კვტ/სთ-ს შეადგენს. ამიტომ სწორება ძირითადად საშუალო ევროპულ ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ. ცხადია, შეგვიძლია პოზიცია გავიუმჯობესოთ, მაგრამ ამისთვის ეკონომიკა ფეხზე უნდა დადგეს, განვითარება გვჭირდება, რასაც შემდეგ ენერგეტიკის სრულფასოვანი დაქოქოვა უნდა მოჰყვეს", - აცხადებს არაბიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებითაა, არაბიძის თქმით, სქართველოს სამზარეულოს ელექტროფიკაციაა მოწინავე ქვეყნებთან შედარებით, რა მხრივაც ასევე საგანგაშო მდგომარეობაა.

,,1 სულ მოსახლეზე მოხმარებულ ენერგიაზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტიც, რომ  არ გვაქვს ელექტროფიცირებული სამზარეულო. თბილისში ნორმალური სიტუაციაა ამ მხრივ, მაგრამ რეგიონებში დიდი პრობლემაა. ელემენტარულად, უწყლობის გამო, სარეცხი მანქანებიც კი არ აქვს ხალხს, ხოლო ჭურჭლის სარეცხი მანქანა დიდი იშვიათობაა. ამითაა გამოწვეული, რომ სოფლებში ელექტროფიცირებული სამზარეულოს ნაკლებობაა. შმთხვევით არ მომიყვანია განვითარებული ქვეყნების მაგალითი, როცა 1 სულ მოსახლეზე 6000 კვტ/სთ- აღწევს მოხმარებული დენის სიდიდე, ნიშნავს, რომ იქ ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა. მათ დასაწევად, მინიმუმ, 3 წელი გვინდა, ისიც ინტენსიური განვითარების პირობებში, ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარება ძირითადად კომუნალურია. ტურიზმი გასაგებია, მაგრეამ განსაკუთრებით სარგებლიანია, რომ ელექტროენერგიას მძიმე მრეწველობა მოიხმარს. ენერგეტიკსოების ენაზე, ეს არის წმინდა კლასიკური მოხმარება, რადგან იქ გამოყენებული დენი ქვეყანას სერიოზულ შედეგი მოუტანს. კერძოდ, ამ მიმართულებით მოხმარებული 1 კვტ/სთ ელექტრული ენერგია 3დოლარით ზრდის მშპ-ს. შედარებისთვის, 12 მლრდ კვტ/სთ-ის შემთხვევაშიო, შესაძლებელი იქნება, რომ მშპ 30 მლრდ დოლარით გავზარდოთ, რაც დიდი მიღწევა იქნება", - აცხადებს report.ge-თან გია არაბიძე.

საქსტატი მიერ ჩატარებული ენერგორესურსების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 355.9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი).

დროის ამავე პერიოდში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 695.4 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი), მოთხოვნის ზრდა ძირითადად შეეხო თბოსადგურებს, საყოფაცხოვრებო სექტორს და ცალკეულ დარგებს. წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ შეადგინა 1 942.0 მილიონი მ3, (წინა წელთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system