თავში

როგორია მოლოდინი ზაფხულის ტურიზმთან დაკავშირებით

როგორია მოლოდინი ზაფხულის ტურიზმთან დაკავშირებით
როგორია მოლოდინი ზაფხულის ტურიზმთან დაკავშირებით

ტურიზმის სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2021 წლის ზაფხული ტურიზმისთვის ის პერიოდია, როცა აღდგენაზე საუბარი თამამად შესაძლებელია. ამ მხრივ ნიკა კვარაცხელია უფრო ეკოტურიზმზე აკეთებს აქცენტს. როგორც ის report.ge-თან აღნიშნავს, წელს მოთხოვნადი იქნება როგორც საზღვაო კურორტები, ასევე მთა, ღია სივრცეები, რაც მეტ ინტერესს გამოიწვევს. 

,,მთავარია, ვაქცინაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს, მოვერიოთ ეპიდემიას და ტურიზმი თანდათან აღდგება. როცა გადაადგილება იქნება თავისუფალი, მეტი ადამიანი მოინდომებს სააქართველოში დასვენებას, როგორც შიდა ტურისტი, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამისთვის მნიშვნელოვანია, სტაბილურობის და დაცულობის განცდა გაჩნდეს.  საქართველო ძველ რიცხვებს, მოგებებს თანადათან აღიდგენს, 3 მილიარდ დოლარს ელოდნენ საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალს, შეიძლება ამდენი ვეღარ, მაგრამ მიმოსვლა თუ იქნებაა, შეგვეძლება საკმაოდ დიდი რესურსი მოვიზიდოთ. უფრო აგრო და ისეთი ტურები გააქტიურდებიან, სადაც ადამიანები თავს კარგად გრძნობენ. ვხედავ, როგორ აქტიურად ეძებენ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას, შაბათ-კვიარას თუ მუშაობენ ნაკრძალები, მუზეუმები და სხვა ტურისტული ცენტრები. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაჩნდა და ზაფხულის ტურიზმს ეს სასიკეთოდ უნდა დაეტყოს" - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

ტურიზმის სფეროს ექსპერტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ წლევანდელ სეზონზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს და მიაჩნია, რომ დარგი თანდათან აღიდგენს ძალებს.

,,კარგია, რომ რეკლამირებას მეტი ყურადღება ეთმობა, აჭარაც აქტიურ სამზადისშია, სხვა რეგიონებიც სეზონს მეტნაკლებად მომზადებული ხვდებიან. პროგნოზიც ცოტა დამაიმედებებელია, ამას გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახლავს - ხალხი  ქალაქიდან გასვლას ცდილობს. ამდენი შეზღუდვების, შიშის და ჩაკეტილობისგან ადამიანები დაიღალნენ და ნორმალურ დასვენებას შეეცდებიან, სადაც შედარებით უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. აგრო და ეკო ტურიზმს ამ მხრივ დიდი შესაძლებლობა აქვს. მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი, რაც შიდა ტურებზე მოთხოვნას გაზრდის. დარგში უკვე ბევრი კარგი ძვრაა, რაც გვაფიქრებს, რომ ტურიზმი ძალებს აღიდგენს", - აცხადებს მანანა ალადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ აჭარა ზაფხულის სეზონისთვის ემზადება. როგორც report.ge-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუცხადეს, ტურისტული კამპანია რეგიონში 2 კვირაში გააქტიურდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 4.3 მლნ ლარია გამოყოფილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა წლევანდელ სეზონს ყველა მუნიციპალიტეტში ახალი მარკირებული მარშრუტით ხვდება, აქვთ ახალი ტურისტული პროდუქტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system