თავში

როგორია საარსებო მინიმუმზე ფასების გავლენა

როგორია საარსებო მინიმუმზე ფასების გავლენა
როგორია საარსებო მინიმუმზე ფასების გავლენა

საარსებო მინიმუმი კვლავ  მცირედით გაიზარდა, მაგრამ რეალობასთან დასაახლოვებლად მაინც დიდი დისტანციაა. ამის შესახებ report.ge-თან აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს. მისი თქმით, რომ საარსებო მინიმუმის არაადეკვატური მაჩვენებელი ფასების ტენდენციასა მკვეთრად აცდენილია, ამიტომ უნდა გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რაც არსებულ მოდელს საერთაშორისო სტანდარტთან დაახლოვებს და ფასებს საარსებო მინიმუმი მცირედით მაინც მიახლოვდება.

,,დავაც არ შეიძლება იმაზე, რომ შრომისუნარიან ადამიანს საკუთარი თავის რჩენა 202.8 ლარზე  გაცილებით მეტი უჯდება. ჩვენი სტატისტიკა რეალობასთან ახლოსაც არ არის, სულ მცირე, 2-ჯერ აღემატება. პრობლემა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ  ეკონომიკა კორექციის საშუალებას არ გვაძლევს. მცირე ცვლილებაც რომ შევძლოთ, ეკონომიკა უნდა განვითარდეს. პანდემიურ პირობებში კი სერიოზულ განვითარებაზე საუბარი ძნელია, მაგრამ  ვერც ასე გაგრძელდება. ამიტომ ვამბობ ხოლმე დაჟინებით, რომ  ეროვნული წარმოება უნდა განვითარდეს, რადიკალურად შემობრუნებაა საჭირო. საარსებო მინიმუმის არსებული მაჩვენებელი ის თანხა, რითაც რეალურად სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის განმსაზღვრელად იყენებენ და ჩვენი ქვეყნის გაჭირვებაზე მეტყველებს", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, სანამ ძირეული ცვლილება არ მოხდება, საარსეობო მინიმუმი იქნება არაადეკვატური.

,,საქართველოში რეალური საარსებო მინიმუმი, როგორც ინფლაცია, სტატისტიკისგან განსხვავებულია. წესით, იგი ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს მიბმული, მაგრამ ამ მხრივაც პრობლემაა. აქედან გამომდინარე, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საარსებო მინიმუმი ვერ მიუახლოვდება იმ დონეს, სინამდვილეში როგორიც უნდა იყოს. ვხედავთ, რომ ყველაფერი ძვირდება ლამის ყოველდღიურ ტემპში და ამ დროს საარსებო მინიმიმზე ფასების გავლენა მცირედითაც არ იგრძნობა. 1 ლარიანი სხვაობა ზღვაში წვეთადაც არ შეიძლება მივიჩნიოთ. სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმევა, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად არ მოიმატებს და არსებულ მოთხოვნებთან შედარებით, ისევ იქნება არაადეკვატური", - ამბობს მომცელიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა. გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 202.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 201 ლარი იყო.

წლიურ ჭრილში, ანუ, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3,2 ლარით არის გაზრდილი. შარშან აპრილში საარსებო მინიმუმი 199.6 ლარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system