თავში

რომელი ქართული ნაწარმია მოთხოვნადი ექსპორტზე

რომელი ქართული ნაწარმია მოთხოვნადი ექსპორტზე
რომელი ქართული ნაწარმია მოთხოვნადი ექსპორტზე

მინერალური და მტკნარი წყლები, ღვინო, ფეროშენადნობები და სპილენძი, - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც წელს საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი იყო მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე გასატანად. ამის შესახებ საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 158.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 43.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტი).

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 820.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით გაიზარდა და 606.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system