თავში

რომელი საქონლის ექსპორტი შემცირდა აპრილში

რომელი საქონლის ექსპორტი შემცირდა აპრილში
რომელი საქონლის ექსპორტი შემცირდა აპრილში

აპრილში საქართველოს ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა. 

საქსტატის აპრილის თვის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 223.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $86.4 მილიონით (27.9%) ნაკლებია. 

ჯამურად, იანვარ-აპრილში კი ექსპორტის მოცულობამ $1 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11.9%-ით ნაკლებია. 

10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 7-ის ექსპორტი შემცირებულია.


საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $215.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10.4%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $134.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -12.4%;
  3. ფეროშენადნობები - $91.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21.7%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $55.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -12.5%;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები - $37.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.7%;
  6. აზოტოვანი სასუქები - $36.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16.5%;
  7. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $31.9 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);
  8. სპირტიანი სასმელები - $31.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -3.2%;
  9. ოქრო - $29 მილიონი დოლარი ზრდა წინა წელთან 38.1%;
  10. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $28 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -61.5%;
  11. დანარჩენი საქონელი – სულ $308.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21.9%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system