თავში

რომელია ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები საქართველოში

რომელია ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები საქართველოში
რომელია ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით, 2018 წლის TOP-10 კომპანიას შორის ხუთი აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული. კერძოდ, ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ („ლიდერბეთი“); შპს „ბეთლაივი“ („ბეთლაივი“); შპს „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“) და შპს „ავიატორ“ („აჭარაბეთი“, კაზინო „ავიატორი“).

საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

2018 წლის ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიათა ჩამონათვალში ორი ადგილი უკავია „სოკარის“ აფილირებულ კომპანიებს. კერძოდ, ესენია - შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, რომლის საქმიანობაც სპეციალიზებულ მაღაზიებში ბენზინით საცალო ვაჭრობაა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ რომლის საქმიანობის სფეროს ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.

აღნიშნული კომპანიების გარდა, გასული წლის 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საწარმოთა ჩამონათვალში მოხვდნენ: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და შპს „ტოიოტა კავკასია“.

საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.6 %-ით გაიზარდა და 25.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system