თავში

რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა

რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა
რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ღვინოზე აქციზის გადასახადის გაზრდას გულისხმობს.

კანონი ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც კანონში წერია, 2020 წლიდან ღვინოზე აქციზის გადასახადი 1ლ-ზე 31 რუბლი, 2021 წლიდან- 32 რუბლი, ხოლო 2023 წლიდან 33 რუბლი იქნება.

აქციზის გადასახადი იზრდება ასევე ღვინის ნედლეულსა და (გარდა წარმოებისთვის განკუთვნილი დისტილატისა) ყურძენზე.

2020 წელს ყურძნის აქციზის გადასახადი 1ტ-ზე 30 რუბლი, მომდევნო წლებში კი 31 და 32 რუბლი იქნება.

რა გავლენას მოახდენს ეს ქართული ღვინის იმპორტზე, report.ge მეღვინე ანდრო ბარნოვს გაესაუბრა. მისი თქმით, ღვინის ქართველი მწარმოებელი დიდი ხანია რუსულ ბაზარზე კონცენრირებული არ უნდა იყოს. ეს ქართული ბიზნესისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

"ნურავინ მიწყენს, მაგრამ მე მეღვინეებს გაზარმაცებაში ვდებ ბრალს და ჩემი ეს ბრალდება უსაფუძვლო არაა. მაშინ, როცა უკვე წლებია, ევროპისა და ჩინეთის ურიცხვ ბაზართან წვდომა გვაქვს, რუსეთის ბაზარი რატომ უნდა იყოს ჩვენთვის უპირატესი, ვერაფრით ვერ ვხსნი. რით შეიძლება იმ ფაქტის ახსნა, რომ ქართული რღინის მეტი წილი მაინც ჩვენს ჩრდილო მეზობლად ექსპორტდება? იმით აიხსნება, რომ ქართველი მეწარმე ხარისხზე ნაკლებ კონცენტრაციას ახდენს, ენობრივი ბარიერიც ნაკლები აქვს, ტრანსპორტის ხარჯიც ნაკლები აქვს, თან ხარისხზე დიდი მოთხოვნ არაა. ამ მოცემულობას შეეჩვია ქართველი და არ ესმის, რომ ეს არაა სტაბილური ბაზარი. ამდენ ხანს რით ვერ გადავერთეთ, რით ვერ მოვახერხეთ დივესიფიკაცია? აუცილებელია და რაც მალე გაიგებს ამას ქართველი მეღვინე, მით უკეთესი მისთვის. რაც შეეხება, რუსეთში აქციზის გაზრდას, ეს ბინებრივია. არა მგონია ეს იმხელა ხარჯი იყოს, რომ ამით ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად დაზარალდეს, თუმცა ეს ცალსახად გაზრდის ხარჯს და კაცმა არ იცის, ეს ერთჯერადი იქნება, თუ მომავალშიც უნდა ველოდოთ "სიურპრიზებს", - გვითხრა ანდრო ბარნოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system