თავში

რუსეთში მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტი შემცირდა

რუსეთში მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტი შემცირდა
რუსეთში მინერალური წყლებისა და ღვინის ექსპორტი შემცირდა

საქსტატის მონეცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ფულად გამოსახულებაში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა. წელს ჯამში რუსეთში საქართველოდან 125 602.0 მილიონი დოლარის პროდუქცია დაექსპორტდა, მაშინ როცა 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ ჩრდილო მეზობელთან 177 606.0 მილიონი დოლარის ღირებულების ნაწარმი გაიტანა.

როგორც report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოდან რუსეთში გატანილი 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან კლება მხოლოდ 4-ში ფიქსირდება. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში 27.8%-ით შემცირდა საქართველოდან ფეროშენადნობთა ექსპორტი რუსეთში.18.9%-ითაა შემცირებული ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი, 20.4%-ით იკლო მინერალური წყლების ექსპორტმა რუსეთში. 75%-ით იკლო საქართველოდან რუსეთში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტის მაჩვენებელმა.

1.7%-ით გაზრდილია საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ბოსტნეულის ოდენობა. 

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით,   საქართველოდან რუსეთში 85.4%-ით მეტი ციტრუსი გავიდა.

თვალსაჩინოა ელექტროგამაცხელებლების ექსპორტის მაჩვენებელიც, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში გაზრდილია 64.5%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წელს იავნარ-აპრილში 80.7%-ით გაიზარადა საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. წელს საქართველოდან ჩრდილოელ  მეზობელთან გავიდა 806 ერთეული მანქანა, მაშინ, როცა შარშან პირველ კვარტალში რუსეთში ჩვენგან გაიყიდა 428 ცალი ავტომობილი.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-აპრილში ფულად გამოსახულებაში, რუსეთში ექსპორტისგან განსხვავებით, გაზრდილია რუსეთის იმპორტი საქართველოში. შარშან პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 269 353.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო წელს დროის იმავე მონაკვეთში შემოვიდა 270,125.3 ათასი დოლარის რუსული იმპორტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system