თავში

"რუსთავი 2-ს" სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა - ტელეკომპანიების რეიტინგი

"რუსთავი 2-ს" სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა
რუსთავი 2-ს სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა - ტელეკომპანიების რეიტინგი

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. 

ამის შესახებ report.ge-ს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს. 

კომისიის ცნობით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი

ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი

მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი

სილქნეტი - 614,660.89 ლარი

ჯი-დი-ეს თივი - 600,787.79 ლარი

სეტანტა ჯორჯია - 277,271.35 ლარი

რ.ბ.ჯ. – 143,408.50 ლარი

ტვ 25 – 133,989.90 ლარი

ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი - 123,235.52 ლარი

სტუდია პულსი - 86,964.37 ლარი

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - 84,860.00 ლარი

სტუდია მაესტრო - 118,025.00 ლარი

პალიტრა Tv – 158,902.45 ლარი

რაგბი ტვ - 96,649.00 ლარი

ტელეკომპანია „კავკასია“ – 64,241.13 ლარი

ტელერადიოკომპანია რიონი - 47,791.94 ლარი

არასამეწარმეო კავშირი ობიექტივი - 70,000.00 ლარი

დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში - 32,784.75 ლარი

სხვა - 431,697.56 ლარი

შეგახსენებთ, სამ ტელევიზიას წლების განმავლობაში დაგროვილ საბიუჯეტო დავალიანება მართებს: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ ლარი.

ფინანსთა მინისტრმა გუშინ დეპუტატებს უთხრა, რომ ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system