თავში

Ryanair-მა ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენა დაიწყო

​Ryanair-მა ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენა დაიწყო
Ryanair-მა ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენა დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით, ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა დაესწრო.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე მეტ ქართველს მისცემს ევროპაში მოგზაურობის საშუალებას და ბევრ ევროპელ ტურისტს შემოიყვანს ქვეყანაში.

ირლანდიურმა ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება. დღეს შესრულდება პირველი რეისები მარსელისა და ბოლონიის მიმართულებითაც.

,,ამ ეტაპზე Ryanair თბილისიდან მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებას რეისებს. რაც შეეხება კიოლნს, თბილისის აეროპორტს ეს მიმართულება გაზაფხულიდან დაემატება“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ორგანიზებით მილანიდან ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მილანელ მგზავრებს აეროპორტში ქართული ხალხური სიმღერების შესრულებით ანსამბლი ,,დიდგორი“ დახვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები Ryanair-თან რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, ავიაკომპანია ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system