თავში

საარსებო მინიმუმი 223 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს

საარსებო მინიმუმი 223 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს
საარსებო მინიმუმი 223 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს

სტატისტიკის ეროვნუნულმა სამსახურმა დღეს საარსებო მინიმუმის შესახებ გაანახლა ინფორმაცია. 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.5 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 223.7 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 224.2 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 34.7 ლარით არის გაზრდილი. შარშან ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 189.5 ლარს შეადგენდა.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ნოემბრის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წლიურად 30.2 ლარით არის გაზრდილი და 198.1 ლარს შეადგენს.

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system