თავში

საავიაციო ნავთის იმპორტი განახევრდა

საავიაციო ნავთის იმპორტი განახევრდა
საავიაციო ნავთის იმპორტი განახევრდა

2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,0 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით ანუ 51,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,4 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. 

ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, 2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 68,3% (4,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (0,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 10% (0,6 ათასი ტონა) - იტალიიდან; 8,3% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

იმპორტის შემცირებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორები COVID-19 პანდემიას უკავშირებენ. 

ცნობისთვის, საავიაციო ნავთის იმპორტმა საქართველოში შარშანაც იკლო.  გასული წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყანაში ფრენები ბოლო ერთი თვეა გააქტიურდა, შესაბამისად, საავიაციო ნავთზე მოთხოვნაც გაიზრდება და ამ პროდუქტის იმპორტის სავარაუდოდ მოიმატებს. მთავრობის წინასწარი პროგნოზით,  ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

შეგახსენებთ, რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system