თავში

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 7-ჯერ გაიზრდება
ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 7-ჯერ გაიზრდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავამს, ინფორმაციით, ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

„დღევანდელი მდგომარეობით რეგულარული სამგზავრო ფრენები, მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე ფრენა, სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით ზაფხულში იქნება 200 ფრენა კვირის განმავლობაში, მაშინ როცა თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ პრაქტიკულად 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველო ვაქცინირებული ტურისტების პირველ ნაკადს სულ მალე მიიღებს. 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

სადაზღვეო ინდუსტრიაში საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო COVID-დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ტურინდუსტრია ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით, საკუთარი ხარჯებით, შემოტანას საკუთარ თავზე იღებს და ხელისუფლებისგან მხოლოდ "ვაქცინა ტურების" ორგანიზების ნებართვას ითხოვს.

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system