თავში

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს
ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს

პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს. „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელის ვატო ასათაშვილი წუხს, რომ მწვანე სტატუსზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მასიური ვაქცინაცია ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამიტომაც ასათაშვილი ვარაუდობს, რომ გასული წლის ზაფხულისა და ზამთრის სეზონის ანალოგიურად, მომდევნო ზაფხულის სეზონიც ჩავარდება, რადგან ქვეყანაში ჯერ პოზიტიური მოლოდინების წინაპირობა არ არსებობს.

"ფრენები ოფიციალურად აღდგენილია, თუმცა რეისების განახლებას დიდი დრო დასჭირდება, რაც დამოკიდებულია ტრაფიკსა და მოთხოვნაზე. ამჟამად არც საქართველოდან გადინებაა მაღალი, ხოლო ქვეყანაში სტუმრების შემოდინება კრიტიკულად მცირეა. ასეთი დინამიკით ალბათ აგვისტოსკენ ვიზიტორების მცირე ნაკადს მივიღებთ. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება ძვრები და რადიკალური გადაწყვეტილებები, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს,“ – აღნიშნავს ვატო ასათაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა მაჩვენებლით საქართველოს ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ 2020 წლის აგვისტოს მაჩვენებელამდე, როცა ქვეყანა მწვანე სტატუსს ფლობდა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა. CNN-ის სამოგზაურო პორტალი CNN travel იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს.

ვაქცინირებული მოგზაურების მიღებას საქართველოსთან ერთად კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, რუმინეთი და სეიშელი იწყებენ.

CNN-თან ერთად საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ წერდა ბრიტანული გამოცემა Independent, სადაც საქართველო პირველ ქვეყნად დასახელდა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა. 

"ასეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიების მომზადება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივყვებით გეგმას, რაც გულისხმობს ერთის მხრივ საერთაშორისო მოგზაურების ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიღებას, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დადებითი მაჩვენებლის შენარჩუნებას,“- განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system