თავში

საბანკო პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა

საბანკო პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა
საბანკო პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა

საბანკო პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ანტიკრიზისული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს დამტკიცდა და თვეზე მეტია გასული, რაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული ფორმით ამოქმედდა. ეს პროგრამა კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე. არსებული მონაცემებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირების თხოვნით 913-მა სასტუმრომ მოგვმართა და მათგან 687 უკვე დაფინანსდა, დანარჩენიც უახლოეს დღეებში დაფინანსდება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, ბიზნესისთვის გაცემულ დახმარებებზე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტით ამ პროგრამის ამოქმედებიდან სულ ერთი თვეა გასული და უკვე 17-მა საწარმომ ისარგებლა მისით, მათ შორის არის სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ტანსაცმლის, კვების პროდუქტების წარმოება და სასაწყობე მეურნეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system