თავში

საკრედიტო-საგარანტიო სქემით 17-მა საწარმომ ისარგებლა

საკრედიტო-საგარანტიო სქემით 17-მა საწარმომ ისარგებლა
საკრედიტო-საგარანტიო სქემით 17-მა საწარმომ ისარგებლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემით 17-მა საწარმომ ისარგებლა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა ორი წლის წინ ამოქმედდა, მაგრამ, მინისტრის განმარტებით, მაშინ ეკონომიკა ისედაც სწრაფად ვითარდებოდა და ამ პროგრამაზე დიდი მოთხოვნა არ იყო, ახლა კი მოთხოვნა მზარდია.

„იცით, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს დამტკიცდა და თვეზე მეტია გასული, რაც განახლებული ფორმატით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედდა და მეტად მორგებული გახდა პანდემიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე. დღეის მონაცემებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა 687-მდა სასტუმრომ. მთლიანობაში, 913-მა სასტუმრომ მოგვმართა და დაუმტკიცდათ მათ დახმარება. მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლითაც 17-მა საწარმომ ისარგებლა, რომელთა შორისაცაა სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვა. მოთხოვნა მზარდია. საწარმოების სესხის სუბსიდირების პროგრამით ბოლო ერთ თვეში 22-მა სასტუმრომ ისარგებლა. იპოთეკური სესხების დახმარებით სარგებლობა დღეის მონაცემებით 82-მა ადამიანმა შეძლო და ეს პროგრამები გრძელდება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს პირველი ბენეფიციარი "გეფერინია." საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვა მიკრო და მცირე მეწარმეებიც შეუძლიათ.

მთავრობამ სქემა 4 ივნისს დაამტკიცა. ახალი პროექტების დაწყების შემთხვევაში კომპანიებს სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, რაც მთავრობის გათვლით, კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზრდა და ის მაისის ბოლოდან ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system