თავში

ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით მაისიდანვე ისარგებლებენ

ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით მაისიდანვე ისარგებლებენ
ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით მაისიდანვე ისარგებლებენ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბიზნესები საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობას მიმდინარე თვიდან შეძლებენ. 

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ სქემით სავარდუდოდ რამდენიმე ათასი მცირე ბიზნესი ისარგებლებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს ამ მექანიზმის ამუშავება ვერ მოხერხდა, რაც თურნავამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან დაბალი მოთხოვნით ახსნა.

„ეს იმით აიხსნება, რომ სანამ დაიწყებოდა გლობალური პანდემია და კრიზისი, არც ბიზნესს და არც ბანკებს არ დადგომიათ ასე მწვავედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, ბიზნესები იყო ჯანსაღი, რისკები იყო დაბალი. სწორედ ამიტომ, იმ ეტაპზე ეს არ იყო აქტუალური. მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი გამზადებული და დამუშავებული დავახვედრეთ ბიზნესს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღესვე თურნავამ განმარტა, რომ 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს, ხელფასის ოდენობის მიუხედავად.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა, ანუ მთავრობა ეკონომიკის ამოქოქვას პოსტკრიზისული გეგმით აპირებს.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

დღესვე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა.

მთავრობა რეგულარული ავიარეისების აღდგენაზეც ფიქრობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system