თავში

მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა

მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა
მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა

მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა და 40 მილიონ ლარს შეადგენს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, მიკროგრანტების პროგრამით დღემდე 6 000-მდე ოჯახმა ისარგებლა.

ესაა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესაქტივობა შეიძლება დაიწყოს ყველა ოჯახმა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში, სოფლად ცხოვრობს. გავაოთხმაგეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი - 10 მილიონი ლარი გვქონდა და ახლა 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თითოეული გრანტის მოცულობა კი 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ და ის თანადაფინანსება, რომელიც მოთხოვნილი იყო და უნდა მოეტანა თვითონ ბენეფიციარს, 20%-დან 1%-მდე შევამცირეთ. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ამ პროგრამით სულ მცირე სოფლად მცხოვრები 5 000 ოჯახი ისარგებლებს. პრიორიტეტი მიენიჭება ქალ მეწარმეებს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system