თავში

საბჭოთა ქვეყნებს ჩაით საქართველო და აზერბაიჯანი ამარაგებდნენ

საბჭოთა ქვეყნებს ჩაით საქართველო და აზერბაიჯანი ამარაგებდნენ
საბჭოთა ქვეყნებს ჩაით საქართველო და აზერბაიჯანი ამარაგებდნენ

„საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად, საბჭოთა ქვეყნების ჩაით მომარაგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ეკავა," -ამის შესახებ განაცხადა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ჩაის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ვებინარში, ვირტუალურ მრგვალ მაგიდაზე,  „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, საქართველოში, ჩაის პლანტაციებს 65 000 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. 

"დღეის მდგომარეობით, გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩაის სექტორის აღორძინება. მომავალ წლებში, აქცენტი ქართული ჩაის ხარისხობრივ ზრდაზე გაკეთდება”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

რეგიონული ვებინარის ორგანიზატორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (FAO REU), FAO-ს საინვესტიციო ცენტრთან თანამშრომლობით. ვებინარაზე, მონაწილეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების, ჩაის წარმოებაში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები და FAO-სა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის შედეგები განიხილეს. შეხვედრას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ინამ ქერიმოვი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, World Bank), შესაბამისი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და ჩაის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system