თავში

სად ხედავენ საქართველოს კავკასიის ერთიან ენერგოსისტემაში

სად ხედავენ საქართველოს კავკასიის ერთიან ენერგოსისტემაში
სად ხედავენ საქართველოს კავკასიის ერთიან ენერგოსისტემაში

საქართველოს ენერგეტიკა კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს, - ასე ფიქრობს ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდელი. მისი განმარტებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარება ზრდის მის ტრასასაზღვრო როლს, რაც დადებით კონტექსტში უნდა იქნას განხილული. მისივე თქმით, საქართველოსა და მისი მეზობლების შესაძლებლობები სწორ და დადებით კონტექსტში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული. ნოღაიდელი ამბობს, რომ საქართველოს ოთხივე მეზობელთან საკმაოდ მყარი მაღალი ძაბვის კავშირი აქვს და შესაბამისად, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოოს ელექტროენერგიის გაცვლა.

„ასეთი მყარი კავშირებით ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ამიტომ, ჩვენ და ჩვენმა მეზობლებმა ეს უპირატესობები ურთიერთსასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს საბაზო ელექტროენერგიის მიღების ჭარბი შესაძლებლობები. ჩვენზე ბევრად უკეთესი, ჩვენზე ბევრად უფრო იაფი. მაგრამ ჩვენ გვაქვს პიკური საათების და ზაფხულის ელექტროენერგიის უფრო უკეთესი შესაძლებლობები. ჩვენი უპირატესობები, ზაფხულის და პიკის საათების ჭარბი ელექტროენერგია გაიცვლება საბაზო და ზამთრის პერიოდის ელექტროენერგიაზე, მაგალითად იგივე აზერბაიჯანთან (თუმცა, შესაძლებელია ეს მოხდეს სხვა მეზობლებთანაც), ამ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსექტორი, რომელიც დღესაც საკმაოდ ეფექტურია, მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იქნება“, – ამბობს ნოღაიდელი.

2015 წლიდან კომპანია "ელგრინი" საქართველოში იაფი ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს. კომპანია  ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობითაც არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system