თავში

საერთაშორისო რეზერვები 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

საერთაშორისო რეზერვები 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა
საერთაშორისო რეზერვები 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

2020 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით იმოქმედა ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, ზრდის მიმართულებით იმოქმედა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულმა დაფინანსებამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 59.8 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 11.9 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 8.3 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 173.8 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ნოემბერში 152.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 21.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system