თავში

საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა

საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა
საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2021 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.9%-ით გაიზარდა (+34.9 მლნ აშშ დოლარი). ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში.  დოკუმენტის მიხედვით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას.

2021 წლის მარტში ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით (-7.4 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system