თავში

საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი ლიდერია

საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი ლიდერია
საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი ლიდერია

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორს აქტივების მიხედვით 93,26% უჭირავს. 

ბანკების წილი ამ ბაზარზე შარშან გაიზარდა. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საბანკო სექტორის ზრდა მიკროსაფინანსოების და ლომბარდების წილის შემცირების ხარჯზე კიდევ გაგრძელდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საფინანსო ბაზარი 15 ბანკით, 970 ფილიალით და სერვისცენტრით (1.1 მლრდ საწესდებო ფონდი 1.1 მლრდ, აქტივები 47.2 მლრდ), არის წარმოდგენილი. ბაზარზე ოპერირებს 48 მიკროსაფინანსო 204 ფილიალით, 844 სავალუტო ჯიხური, 17 სადაზღვევო კომპანია, საპენსიო 3 ფონდი და საფონდო ბირჟა. 

სებ-ის სტატისტიკით, საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორის ხვედრითი წილი 2019 წლის იანვრის მდგომარეობით 93.26 %-ია, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 92.48%-ს შეადგენდა. მიკროსაფინანსოების წილი - 3.45 % გაუტოლდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4.07 % -ი იყო.

2019 წელს საფინანსო ბაზარზე მცირედით გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების წილი და 1.75 % შეადგინა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1.55% იყო. საფინანსო ბაზარზე პოზიცია შეინარჩუნეს ლომბარდებმა და 2019 წელსაც ბაზარზე მათი აქტივების მოცულობამ 1.32 % შეადგინა.

საბროკერო კომპანიების წილი საფინანსო ბაზარზე 0.14 % -ია. (2018 წელს 0.31%) ; საკრედიტო კავშირების 0.01 % 2018 წელს 0.02%) . საფინანსო ბაზარზე ასევე მწირია საფონდო ბირჟის წილი და 0.01 % -ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system