თავში

საგარეო ვალის შემცირების რა რესურსი აქვს საქართველოს

საგარეო ვალის შემცირების რა რესურსი აქვს საქართველოს
საგარეო ვალის შემცირების რა რესურსი აქვს საქართველოს

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნიკა შენგელიას განცხადებით, საქართველოს უახლოესი 3 წლის განმავლობაში საგარეო ვალის შემცირების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. პირიქით, მოსალოდნელია ზრდა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ფარგლებში, რის საჭიროებაც საქართველოში პანდემიური სიტუაციის გამო შეიქმნა. 

,,საგარეო ვალი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. რეალურად ზრდას ველოდებით. ზღვარი, როგორც იცით, 60%-მდე მერყეობს ანუ საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ს მიმართ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საფრთხე გველოდება დეფოლტის სახით, მსგავსი ნიშნები არ არის, ზღვრულ მაჩვენებელთან ყოფნა არ არის იმის მანიშნებელი, რომ რაიმე რისკი გველოდეს, თუმცა ტენდენცია დამაფიქრებელია. როგორც წესი, ვალის შემცირების საშუალება არის ეკონომიკის განვითარება, ბიუჯეტის შევსება და მერე იქიდან უკვე ნელ-ნელა ვალის გადახდა, რა მხრივაც პრობლემაა. აქედან გამომდინარე, საქართველო ვალს ჯერჯერობით ვერ დაფარავს, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში დეფიციტია პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ ალბათ, 3 წლის შემდეგ ეკონომიკური გაუმჯობესება რეალურად მიიღწევა და საგარეო ვალთან დაკავშირებითაც სიტუაცია შეიცვლება", - ამბობს ნიკა შენგელია report.ge-თან.

დეფოლტის საფრთხეს არ ხედავს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა, თუმცა ფიქრობს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველოს  ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ექსპერტის ვარაუდით, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის მხარდაჭერით მომავალშიც შეძლებს ამ გამოწვევასთან გამკლავებას.

,,არამწარმოებლური ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და საგარეო ვალის გასამკლავებლად რესურსი პრაქტიკულად არ გვაქვს. ეს ვალდებულება დიდი დაბრკოლებაა, თვითონ ვალის მოცულობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მეტი საფრთხეა იმ მხრივ, რომ წარმოება არ გვაქვს განვითარებული და ფული იფლანგება ისე, რომ რაიმე დოვლათის შექმნას არ ემსახურება. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დახმარ იყოს, რომ ხელს შეუწყობს ამ ვალის დაფარვას მისი რესტუქტურიზაციის ან ჩამოწერის გზით.  არ ვიცი, როგორც მოხდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ დიდი საგარეო ვალი უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზეც და ამცირებს საინვესტიციო მიმზიდველობას", - ამბობს report.ge-თან ლია ელიავა. 

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით,2021 წლის 30 აპრილისთვის, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდ დოლარს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის იანვართან შედარებით საგარეო ვალი $215 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ლარში სახელმწიფო საგარეო ვალი 1.89 მილიარდი ლარით გაიზარდა. მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system