თავში

საგრანტო კომპონენტში საქართველო წლიურად 600 მლნ ევრომდე კარგავს

საგრანტო კომპონენტში საქართველო წლიურად 600 მლნ ევრომდე კარგავს
საგრანტო კომპონენტში საქართველო წლიურად 600 მლნ ევრომდე კარგავს

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საჯარო ინსტიტუტების მიერ  2016-2017 წლებში საგრანტო დაფინანსების გაცემის მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. შესწავლილია მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული პროგრამები. მონიტორინგი მოიცავს შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუციებს: იუსტიციის სამინისტრო; ყოფილი საქართველოს ოიკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სახელმწიფო; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

როგორც სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიშიდან გახდა ცნობილი, 2016-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი გაიცა.

2016 წლის სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტმა დავით ლოსაბერიძემ წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, საჯარო დაწესებულებების მიერ გამოქვეყნებული და მიმართვების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ცხრა სახელმწიფო ინსტიტუციამ ჯამში გრანტების სახით გასცა 5,8 მლნ. ლარი. სულ გრანტები გაიცა 152 პროექტზე, დაფინანსება 141-მა ბენეფიციარმა ორგანიზაციამ მიიღო.

მოგვიანებით, როგორც ლოსაბერიძემ ,report.ge-ს განუცხადა, დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება აბსოლუტურად ყველა სფერო - ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და საჯარო სტრუქტურები, სახელმწიფო მმართველობა, ეკოლოგია და სხვა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, გრანტების მირების შესაძლებლობა გაცილებით დიდია, რასაც ქვეყანა სატანადოდ ვერ იყენებს.

,,საზოგადოება შეჩვეულია აზრს, რომ  გრანტებს იღებენ არასამთავროები, მაგრამ სინამდვილეში ამ რესურსის 97%  სახელმწიფო სექტორზე მოდის ანუ სახელმწიფოა გრანტების მთავარი მიმღებია. არასამთავროებზე საერთო გრანტების მხოლოდ 2-3%-ია. თუმცა, ერთია, რაც ფინანსდება, მაგრამ არის სფერო, რომელსაც სახელმწიფო ვერ იყენებს. ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს უზარამაზარი შანსი მისცა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორიც - ინსტიტუციები, აკადემიური წრეები და სხვა, საგრანტო თანხებზე მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს. თამამად შემიძლია თქმა, რომ საგრანტო კომპონენტში საქართველო წლიურად 600 მლნ ევრომდე კარგავს. ეს ის თანხაა, რომელიც შეიძლება წლიურად მივიღოთ, მაგრამ ამ შანსს რეალურად ჩვენ ვერ ვიყენებთ.ვფიქრობ, რომ  ასოცირების ხელშეკრულების გაღრმავების შემთხვევაში ეს შესაძლებლობა კიდევ გაიზრდება", -განაცხადა დავით ლოსაბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system