თავში

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 320 ლარით განისაზღვრება

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 320 ლარით განისაზღვრება
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 320 ლარით განისაზღვრება

მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, რაც საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია.

ინიციატივის მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება.

კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელმაც ინიციატივის მოსამზადებლად შესაბამისი კვლევაც ჩაატარა. 

მათივე განმარტებით, კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია.

კანონპროექტის რეგისტრაციის შედეგ საჭირო იქნება 25 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system