თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ვაჭრობა ციფრებში

საქართველო-აზერბაიჯანის ვაჭრობა ციფრებში
საქართველო-აზერბაიჯანის ვაჭრობა ციფრებში

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (469.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (395.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (367.0 მლნ. აშშ დოლარი).

აზერბაიჯანში ხუთი უმსხვილესი საექსპორტი საქონლიდან წელს გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების, ხორცის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი საქართველოდან, ხოლო შემცირდა სიგარეტებისა და სამკურნალო პრეპარატების ექსპორტი.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ იმპორტს, წელს ხუთი უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან პირველ კვარტალში საქართველოში შემცირდა აზერბაიჯანული ნავთობის აირების, ნავთობპროდუქტების და ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო გაიზარდა სპილენძისა და მანქანა-დანადგარების ნაწილების იმპორტი.

ფულად გამოსახულებაში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი გაზრდილია. თუ 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა 127 409.5 ათასი დოლარის პროდუქცია, წელს, დროის იმავე მონაკვეთში, მეზობელ ქვეყანაში გავიდა 145 164. 0 ათასი დოლარის ნაწარმი.

ფულად გამოსახულებაში აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტი შემცირებულია. მიმდინარე წლის ოთხ თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა 221 843. 3 ათასი დოლარის ღირებულების ნაწარმი, ხოლო შარშან იმავე პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში იმპორტირდა 235 796. 1 ათასი დოლარის  ტვირთი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო-აზერბაიჯანის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

შეგახსენებთ, დსთ-ს ქვეყნებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ყველაზე დიდი წილი უჭირავთ.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტის თითქმის ნახევარი, 44.5%-ი სწორედ დსთ-ს ქვეყნებზე მოდის, ხოლო მათზე მოდის იმპორტის თითქმის მესამედი, 32,0%-ი.

საქართველოს ექსპორტის 20.8%, ხოლო იმპორტის 24.7%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system