თავში

საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს
საქართველო აზერბაიჯანისგან  200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს

საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის“ მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. 

სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system