თავში

საქართველო და კორეა საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და კორეა საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და კორეა საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე შეთანხმდნენ

2021 წლის, 4 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.

ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,ოთარ ბერძენიშვილმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ხსენებული შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას, ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

შეგახსენებთ, საქართველო და კორეა თავისუფალი ვაჭრობის დაწყებასაც გეგმავე. მხარეები ორ ქვეყანას შორის  თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას გამოიკვლევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system