თავში

საქართველო ენერგოეფექტური ბლოკებით სომხეთს და აზერბაიჯანს მოამარაგებს

საქართველო ენერგოეფექტური ბლოკებით სომხეთს და აზერბაიჯანს მოამარაგებს
საქართველო ენერგოეფექტური ბლოკებით სომხეთს და აზერბაიჯანს მოამარაგებს

„საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში მაღალი ენერგოეფექტური სამშენებლო გაზო-ბლოკების წარმოება 2019 წლის ბოლოდან დაიწყება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონი აშშ დოლარია. საწარმო ლილოს მიმდებარედაა. სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ახლა მისი დანადგარებიტ აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge - ს "საპარტნიორო ფონდიდან" მოაწოდეს.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, Ytong-ის ბლოკი, დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგიაზე გაწეული ხარჯის 20-30%-ს დაუზოგავს. მისივე თქმით, საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა.

"ესაა ენერგოეფექტური ბლოკები, რომელიც იწარმოება მსოფლიოს 90 ქვეყანაში. მსოფლიო ტრენდს წლის ბოლოდან ფეხს საქართველოც აუწყობს. ესაა მწვანე ტექნოლოგიით დამზადებული ბლოკი. ქარხანა წლის ბოლოს გაიხსნება. თავდაპირველად საწარმო პროდუქტს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდებს. 2020 წლის იანვარ- თებერვლიდან ქართული "მწვანე ბლოკი" სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე გავა. გერმანული კომპანია "ქსელა", როგორც წესი,ენერგოეფექტური ბლოკების ინდუსტრიაში მხოლოდ ლიცენზიას გასცემს კომპანიებზე, თუმცა კომპანიას ადგილობრივი ბაზარი და საინვესტიციო გარემო იმდენად მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს პარტნიორებად შემოსულიყვნენ ამ პროექტში, ანუ თავად ჩადეს თავიანთი კაპიტალი ამ ქარხანაში. კომპანია თურქეთშიც ფლობს ენერგოეფექტური ბლოკების ქარხანას, მაგრამ ეს საწარმო მხოლოდ თურქეთს ამარაგებს პროდუქტით, აქ წარმოებული "მწვანე ბლოკით" კი უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system